Wednesday, October 26, 2011





1. პროექტის სახელწოდება:დაკვირვებები საკუთარ ბაღში
  
2.                        პროექტის მთავარი იდეა–მოსწავლეები დააკვირდებიან წელიწადის სხვადასხვა დროს საკუთარ ბაღებში რა ხილი რა დროს შემოვა და როგორი მოვლა სჭირდება.
3.                        პროექტის აქტუალობა:ეს პროექტი მნიშვნელოვანი იმითა,რომ მოსწავლეებს უფრო განუვითარდებათ დასკვნის დამოუკიდებლად გამოტანა,შედარების ,ანალიზის ,,შემოქმედებითობის,თანმშრომლობის კომუნიკაციების,პრაქტიკული ქმედებათა უნარი.
4.                        პროექტის მიზნები
ამ პროექტის მიზანია,რომ მოსწავლეებმა ისწავლონ გუნდური მუშაობა,თანამშრომლობა ჩამოუყალიბდეთ დაკვირვების და დასკვნის გამოტანის უნარი.ბავშვები გაიგებენ როდის რა მცენარის დარგვა ,დათესვა არის სასურველი და როგორ უნდა მოუაროთ,ქმნიან საკუთარ ნამუშევრის გამოფენას და პრეზენტაციას მოცემული პროექტის საშუალებით ვახდენ ინტეგრირებას ბიოლოგიასთან.
5.მონაწილეთა ასაკი:9–10წლის ბავშვი მე–4 კლასი
6.ვადები/ხანგრძლივობა:6 თვე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროექტები ,რაც შეიძლება შეიქმნას:საკუთარი ნამუშევრის გამოფენა დაპრეზენტაცია.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:სასკოლო სახელმძღვანელო ,კომპიუტერი,ციფრული,ვიდეო კამერა
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
ჯგუფს გავაცნობ პროექტის თემას ,,დაკვირვებები საკუთარ ბაღში“ და მიმოვიხილავ ზოგად ჭრილში .საუბრის შემდეგ მოსწავლეებს დავყოფ 3 ჯგუფად.
1)      ჯგუფი დააკვირდება წელიწადის რომელ დროს რომელი ხილი აჰყვავდა,აყვავებიდან რამდენ ხანში მოისხა ნაყოფი ,აყვავების შემდეგ ყველა მცენარემ მოისხა თუ არა ნაყოფი,თუ არ მოისხა რამ შეუშალა ხელი მმოქმედებდა თუ არა ამინდის ცვალებადობა მცენარეებზე,წელიწადია რომელ დროს რა ხილი დამწიფდა,რა დროს ირწყვება თითოელი ხილი და სიხშირით
2)      ჯგუფი დაკვირვება როდის ითესება და ირგვება ბაღში ყვავილები.
3)      ჯგუფი დააკვირდება ბოსტნეულს წელიწადის რომელ დროს რომელი ბოსტნეული ირგვება  და რომელი ითესება ,დარგული უფრო მალე ამოდის თუ დათესილი დარამდენ ხანში ამოდის,ამოსვლის შემდეგ რომელი სახის ბოსტნეულს როგორი მოვლა სჭირდება.საჭიროებს თუ არა ყველა სახის ბოსტნეული შეწამლვას.
10.საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ვახდენ იტეგრირებას ბიოლოგისასთან
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):ნატო კუპრეიშვილი
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:natokupreiShvili@gmail.com
13.პროექტის ვებ –გვერდი/ბლოგი:nkupreishvili.blogspot.com